Qartuli

67 %
33 %
Information about Qartuli
Education

Published on March 9, 2014

Author: mziaegiashvili

Source: slideshare.net

მოგესალმებით, ჩვენ ვართ N 5 ჯგუფი და ჩვენ გადავწყვიტეთ გვემოგზაურა ისრაელში. ალბათ, არ არსებობს მორწმუნე ადამიანი, ვისაც ისრაელში მოგზაურობაზე არ უოცნებია - იქ, ცასთან ახლოს, სადაც ყველაზე მძაფრად გრძნობ უფლის მადლს და ასე ხელშესახებია ის სიწმინდეები თუ სასწაულები, რომლებიც ღმერთმა რწმენის გასამტკიცებლად მოგვივლინა. წმინდა მიწაზე ფეხის დადგმა, სადაც საუკუნეების წინ ჩვენი მაცხოვარი დააბიჯებდა.

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანი და სირია მდებარეობს, აღმოსავლეთით იორდანია, სამხრეთით წითელი ზღვა, ხოლო დასავლეთით ეგვიპტე დახმელთაშუა ზღვა. ყველაზე გრძელი საზღვარი ისრაელს აქვს იორდანიასთან 238 კმ, ყველაზე მოკლე საზღვარი სირიასთან 76 კმ. საზღვაო სანაპირო ხაზის სიგრძე 273 კმ. ტერიტორია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 450 კმ-ზე, ხოლო ყველაზე განიერი ადდილი აღწევს 137 კმ-ს. ფართობი - 20.800 კვ.კმ, მათ შორის პალესტინის არაბული სახელმწიფოსათვის გაეროს მიერ გამოყოფილი ტერიტორია - 6.220 კმ2 (ღაზას სექტორი და იორდანის დასავლეთი ნაპირი). რეგიონები. ქვეყნის ჩრდილოეთისა და ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთი მხარე მთიანია; დასავლეთში ზღვისპირული დაბლობია, სამხრეთში კი უდაბნო. ქვეყნის ჩრილოეთში მდებარეობს გალილის მთები და 1967 წელს შემოერთებული გოლანის მაღლობები. ეს კუთხეები ყველაზე მწვანე და წყალმრავალია ისრაელში; ზამთარი აქ ყველაზე ცივი და ნალექებიანია. გალილსა და გოლანს შორისხულას ხეობა და ქინერეთის ტბაა. ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მთიან, აღმოსავლეთ მხარეს, გალილისაგან იზრეელის ხეობა ჰყოფს. ეს მხარე სამარიისა და იუდეის მთებს მოიცავს. ეს მთები ჩრდილოეთის მთებზე დაბალია, მაგრამ ზამთარი აქაც საკმაოდ ნალექებიანია. იუდეა სამარიის სამხრეთითაა. იუდეის მთების აღმოსავლეთით იუდეის უდაბნოა. ამ უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთში მკვდარი ზღვის ჩრდილოეთი ნაპირია. სამარიის მთებსა და იუდეის უდაბნოს აღმოსავლეთით იორდანის დაბლობია. ეს დაბლობი თითქმის უდაბნოსავით მშრალი და უნაყოფოა. ისრაელის სამხრეთში ნეგევი მდებარეობს. ამ მხარეს სახელმწიფოს ტერიტორიის დაახლოებით 60% უკავია. ნეგევის უმეტესი ნაწილი უდაბნოა. ჩრდილოეთ ნეგევის აღმოსავლეთით მკვდარი ზღვის დასავლეთი ნაპირია. შუა და სამხრეთ ნეგევის აღმოსავლეთ კიდეში არავა, ანუ სტეპი მდებარეობს, რომელიც მშრალი და სრულიად უნაყოფოა. ისრაელის დასავლეთში, ჩრდილოეთ საზღვრიდან ღაზას სექტორამდე, ზღვისპირული დაბლობია. ისრაელის ფარგლებში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაახლოებით 190 კილომეტრზეა გადაჭიმული. ზღვისპირული დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილს აღმოსავლეთით გალილის მთები აკრავს, ცენტრალურ ნაწილს სამარიის მთები, სამხრეთ ნაწილს კი იუდეის მთები და ჩრდილოეთ ნეგევი. დაბლობის უმეტეს ნაწილში ჰავა ძლიერ ნოტიოა; ზღვასთან სიახლოვის გამო, იქაური ზამთრები ნალექებიანობით ქვეყნის მთიან რეგიონებს არ ჩამოუვარდება, ოღონდ ზღვისპირეთში წელიწადის ამ დროსაც შედარებით თბილა. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 70% ზღვისპირულ დაბლობში ცხოვრობს.

: ‫א‬ალეფ : ‫ד‬დალეთ : ‫ז‬ზაინ : ‫י‬იოდ : ‫מ ם‬მემ : ‫ע‬აინ : ‫ק‬ქოფ :‫ת‬თავ : ‫ב‬ბეთ : ‫ה‬ჰე : ‫ח‬ხეთ : ‫כ ך‬ქაფ :‫נ ן‬ნუნ : ‫פ ף‬პე : ‫ר‬რეშ :‫ג‬გიმელ :‫ו‬ვავ :‫ט‬თეთ : ‫ל‬ლამედ : ‫ס‬სამეხ : ‫צ ץ‬ცად : ‫ש‬შინ

ებრაულად მას ეწოდება “ჰაქოთელ ჰამაყარავი” – დასავლეთის კედელი... იგი ერთ-ერთია იმ ოთხი საყრდენი კედლიდან, რომელიც ტაძრის მთას ერტყა გარს. ამ კედელს დიდ სიწმინდეს მიაწერენ, ალბათ იმის გამო, რომ მორიას მთის მწვერვალი, რომელზეც “წმიდათა წმიდა” იდგა, მის მახლობლად მდებარეობდა. არაბებს მისთვის “ჰიათ ელმაბქა” – “ცრემლების [ანუ გოდების] კედელი” შეურქმევიათ. ყოველი თაობის ებრაელი აქ მოდიოდა სალოცავად და ტირილით შეჰღაღადებდა კედლის მდუმარე ქვებს, რომლებიც უკვე ორი ათასი წელია, ისრაელის ძეთა ტკივილისა და ვაების მოწმენი არიან. დასავლეთის კედელს – “მოწყალების ჭიშკარსაც” უწოდებენ, რადგან, ხალხის რწმენით, უფლის შარავანდედი [შეხინა] აქ არის დავანებული. ბევრი თქმულება არსებობს ამ კედლის შესახებ... “უხსოვარ დროს წმიდა ტაძრის (ბეთჰამიკდაშის) სამშენებლო სამუშაო ისრაელის შვილთა სხვადასხვა ფენებზე გადანაწილებულა. დასავლეთის კედლის აგება თურმე ღარიბებს ხვდათ წილად. როცა მტრებს ტაძრის დანგრევა დაუპირებიათ, ზეციური ანგელოზები ჩამოსულან, კედლისათვის თავიანთი ფრთები გადაუფარებიათ და უთქვამთ: ღარიბთა ჯაფით აგებული კედელი არასოდეს დაინგრევა”

      იუდაიზმი - 75,8 % ისლამი - 16,5 % ქრისტიანობა - 2,5 % ისლამიზმი - 1,7% ათეიზმი - 3 % ბაჰაიზმი - 1 %

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა. მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის – სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით – 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა: „ქრისტე აღსდგა“. მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან უკვე წინა დღით – წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი. ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად. საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის მოცული მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით – ლუქის ან ცვილის ბეჭდით – დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან. ეს ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის – ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე

ანა ხმალაძე თიკო ფერაძე ზეინაბ ხმალაძე გულიკო გოგიჩაშვილი ლაშა ხმალაძე



Add a comment

Related presentations

Related pages

Qartuli cekva - YouTube

ქართული ანეკდოტები QarTuli Anekdotebi - Duration: 54:02. Oto Moto 1,125,283 views. 54:02 qartuli cekva daisi ...
Read more

qartuli simgerebi - YouTube

Sign in now to see your channels and recommendations! Sign in. YouTube Red
Read more

QARTULITV.COM ქართული Online Tv Programebi

... atovda zamtris bagebs filmi atovda zamtris bagebs filmi srulad atovda zamtris bagebs kartuli filmi atovda zamtris bagebs qartuli filmi atovda zamtris ...
Read more

ფილმები - QARTULITV.COM ...

... II filmi დიმიტრი II filmi srulad დიმიტრი II kartuli filmi დიმიტრი II qartuli filmi დიმიტრი II ...
Read more

ქართული სიმღერები ...

ქართული სიმღერები - qartuli simgerebi. 4483 „Gefällt mir“-Angaben · 48 Personen sprechen darüber. Lied
Read more

Qartuli - Facebook

Qartuli. 388 likes · 1 talking about this. Boutique "Qartuli" - Véritable vitrine de la Géorgie
Read more

Televizia.tv | Qartuli Arxebi

Welcome to our site (televizia.tv) ! We made a site where you can enjoy the online translation of programs from various channels. Here you will meet twenty ...
Read more

qartuli mp3 скачать бесплатно и без ...

Слушай и качай qartuli mp3 бесплатно и без регистрации, по прямым ссылкам или оцени qartuli во ...
Read more

Rusulidan qartuli ... - Russian - Georgian Übersetzung ...

rusulidan Qartuli targmna, ზალიან ლამაზი ხარ, Georgisch, Russisch, Translation, human translation, automatic translation.
Read more

Qartuli Filmebi - BaBaJaNa - Georgian Community

Qartuli Filmebi Kartuli Pilmebi ... ადვოკატი ლევან ნათალიშვილი
Read more