იგავის ენა

50 %
50 %
Information about იგავის ენა
Education

Published on March 17, 2014

Author: mziaegiashvili

Source: slideshare.net

სამოდელო შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 1. პედაგოგი მზია ეგიაშვილი 2. გაკვეთილის თემა იგავის ენა 3. სწავლების საფეხური და კლასი დაწყებითი V-ბ 4. მოსწავლეთა რაოდენობა 28 5. გაკვეთილის მიზანი და განსავითარებელი უნარები მოსწავლეებმა შეძლონ შესწავლილი იგავ-არაკების ინტერპრეტაცია, გაიაზრონ თითოეული იგავ-არაკის შეგონება, იგავის ენის თავისებურება. მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე წარმოადგინონ წინასწარ მომზადებული პრეზენტაციები, სლაიდ- შოუს გამოყენებით, მათ მიერ შერჩეული ნასწავლი იგავ- არაკების შესახებ, ჩამოაყალიბონ თავიანთი თვალსაზრისი ამ იგავ-არაკების სიბრძნის შესახებ. მსჯელობა განამტკიცონ არგუმენტებით; განსავითარებელი უნარები: შემოქმედებითი უნარი; თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება; სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის გამოყენებით; ჯგუფში მუშაობა- თანამშრომლობა; პრეზენტაციისას- ორატორობის უნარ-ჩვევები; ურთიერთშეფასება- პრეზენტაციების რუბრიკის გამოყენება. 6. ე ს გ-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები მიმართულება: ზეპირმეტყველება ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს; გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს; ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი. ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს (ლექსს, ნოველას, მოთხრობას) და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს; ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.

მიმართულება: წერა ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა. წერის დაწყებამდე ირჩევს თემას; განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას, ირჩევს სასურველ ჟანრს; წერისას აქცენტს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე; თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს; მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა იყენებს ისტ-ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი სასწავლო აქტივობისას(1,3) იყენებს ინტერნეტში ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამის არსებულ რესურსებს (მაგ.: საგანმანათლებლო პროგრამები, ინტერაქტიული წიგნები, ნახატები და სხვა) სასწავლო პროცესში (1) ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლების დახმარებით. (3) 7. მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმები კითხვა-პასუხის მეთოდი ( მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, განწყობის შექმნა); სწავლების დიდაქტიკური მეთოდი- ვიზუალიზაცია, თვალსაჩინოების გამოყენება (მოსწავლეები აჩვენებენ სლაიდ-შოუს); პრეზენტაციის მეთოდი; პრეზენტაციის შეფასების მეთოდი. ინდივიდუალური, ჯგუფური. 8. წინასწარი ცოდნა მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ სულხან-საბა ორბელიანის, აკაკი წერეთლის იგავ-არაკები. მოსწავლეებმა იციან , ინტერნატში როგორ მოიძიონ საჭირო მასალა, იციან სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის გამოყენებით. მომზადებული აქვთ პრეზენტაციები. 9. საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა დაფა, ცარცი, შეფასების რუბრიკები, ტექნიკა- ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი,ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი; ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა V კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე. (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) 2011წ. ინტერნეტი.

10. შეფასება განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე. მოსწავლეების მიერ ერთმანეთის განმსაზღვრელი შეფასება პრეზენტაციის რუბრიკით. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი და დრო გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ. (გაკვეთილის თემა დაფიქსირებულია დაფაზე. სასწავლო მიზნები ნაჩვენებია მონიტორზე) კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 5 ჯგუფად. თითო ჯგუფში არის 5-6 მოსწავლე. A ფაზა (გამოწვევა) (მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) 3წთ. აქტივობა1. კითხვა-პასუხის მეთოდი; 10 წთ. 1. როგორი ჟანრის ნაწარმოებია იგავ-არაკი? 2. რომელი ნაწილებისაგან შედგება იგავ-არაკი? 3. რა არის შეგონება? 4.რა თავისებურება აქვს იგავის ენას? 5. ვინ არის პირველი ქართველი მეიგავე? 6. რა ჰქვია სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებულს? 7.გავიაზროთ სათაური ,,სიბრძნე სიცრუისა”. B ფაზა (შინაარსის რეალიზება) აქტივობა 2.ჯგუფების მიერ ნამუშევრების პრეზენტაცია. 35წთ. ანუ თითოეულ ჯგუფს დაეთმობა 7 წთ. ჯგუფები პრეზენტაციას აკეთებენ სლაიდ-შოუს ჩვენებით Power Point-ის გამოყენებით. ისინი წარმოადგენენ უკვე შესწავლილ იგავ-არაკებს. 1-ლი ჯგუფი: ,,ძუნწი და ოქრო”; მე-2 ჯგუფი: ,,ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი”; მე-3 ჯგუფი: ,,მეფე და მჭედელი” მე-4 ჯგუფი: ძაღლი და ცხვრები; მე-5 ჯგუფი: ,,ღამურა”. აქტივობა 3. პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს, რომლებიც მოითხოვდნენ მსჯელობას წარმოდგენილი იგავ-არაკების შესახებ. 15წთ. C ფაზა (გამთლიანება) აქტივობა 4. ჯგუფები აფასებენ ერთმანეთს წინასწარ დარიგებული პრეზენტაციის რუბრიკების მიხედვით.25წთ.

საშინაო დავალება: დაწერეთ საკუთარი იგავ-არაკი2 წთ. გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 12.03.2014 წ. დანართი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა Share საინტერესო შესავალი : 0-1 ქულა ნაშრომის წარმოჩენის უნარი : 0-1 ქულა შემოქმედებითი უნარი : 0-1 ქულა თემის გასაგებად წარმოდგენა : 0-2 ქულა საუბრის ტემბრი და გამართულობა : 0-1 ქულა აუდიტორიასთან კონტაქტი : 0-1 ქულა ინფორმაციის ფლობის უნარი : 0-2 ქულა დროის ლიმიტის დაცვა : 0-1 ქულა ჯამი : 10 ქულა

Add a comment

Related presentations

Related pages

ანგ.სამოდ. გაკვ. იგავის ენა - Education

ანგ.სამოდ. გაკვ. იგავის ენა ... on Jul 06, 2015. Report Category: Education
Read more

სამოდელო გაკვეთილი - იგავის ენა - YouTube

სამოდელო გაკვეთილი - იგავის ენა mzia egiashvili. ... Standard YouTube License; Loading...
Read more

,,ხიხანი'': იგავის ენა --აკაკი წერეთელი

იგავის ენა --აკაკი წერეთელი <>პრეზენტაცია აკაკი წერეთელი ...
Read more

,,ხიხანი'': გაკვეთილის თემა ,,იგავის ენა''

გაკვეთილის თემა ,,იგავის ენა'' გაკვეთილის გეგმა შეფასების ...
Read more

LeMill — იგავ - არაკის ენა

გაკვეთილის მთავარი თემა. იგავის ენა. რა არის იგავ-არაკი.
Read more

გაცოცხლებული მოთხრობა - იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ...

სამოდელო გაკვეთილი - იგავის ენა - Duration: 58:36. mzia egiashvili 1,667 views. 58:36
Read more

მე-5-კლასის-თემატურ-კალენდარული-გეგმა - Docs.com

... published by Chachua Irakli on Docs.com. ... 10 1 საათი 30 მე-5 თავი- იგავის ენა ,,ძუნწი და ...
Read more