ძაღლი და ცხვრები

67 %
33 %
Information about ძაღლი და ცხვრები
Education

Published on March 17, 2014

Author: mziaegiashvili

Source: slideshare.net

(რომაული თქმულების მიხედვით)

ერთი ფარა ცხვარი დადიოდა თავისუფლად,

თან ერთი ძაღლი დაჰყვებოდა და გამუდმებით ყეფდა ისე, სწორედ რომ თავი მოაძულა ცხვრის ფარას.

აუტყდნენ ცხვრები: -რა უბედურებაა, რომ ეს ძაღლი აღარ გვასვენებს! ნეტავი, რა სარგებელი მოაქვს ამის ყეფას? ყურთასმენა აღარ გვაქვს ამისგან და ბულბულების გალობაც აღარ გვესმისო!

ერთი სიტყვით, იმდენად შეაწუხეს ეს ძაღლი, რომ ვეღარ გაუძლო მათ დევნას, დაანება ცხვრებს თავი და მოშორდა . ცხვრები გახარებულები დარჩნენ.

გამოიარა მცირე ხანმა. ძაღლის ყეფა ვეღარ გაიგონა, მგელმა, იფიქრა: “იმგვარ სიზმრებს ვხედავ, რომ, მგონია, ჩემი ბედი აკუნტრუშდაო!” - და მიუახლოვდა ფარას.

ძაღლი რაკი ვეღარ დაინახა, გაერია შიგ , ხან ერთ ცხვარს შეაჯდა ზურგზე და ხან მეორეს! ტყავს აძრობდა უმოწყალოდ...

შევიწროებულმა და ბედის მაწყევარმა ცხვრებმა ღმერთებს მიმართეს ვედრებით: - ყოვლის შემძლებელნო, ისევ წაღმა მოგვიბრუნეთ ჩვენი ბედის ჩარხი! აქამდე ძაღლისაგან აღარ გვქონდა ყურთასმენა და ახლა მგელი უარეს გვიშვება, ზურგზედ ტყავს აღარ გვარჩენს!

პირველმა ღმერთმა იუპიტერმა მიუგო: -უგუნურნო! ის ძაღლი იმიტომ კი არ ყეფდა, რომ თქვენ შეეწუხებინეთ, არამედ იმიტომ არ ისვენებდა, რომ თქვენი მტერი მგელი შეეშინებინა და ეგ დღე არ დაგდგომოდათ! თქვენი ერთგული თქვენმე მოიძულეთ და ახლა რაღას მაწუხებთ?!

შეწუხდნენ ცხვრები და ისევ შეევედრნენ: -რადგანაც მისი დაბრუნება აღარ შეიძლება, ერთი პატარა ლეკვი მაინც გვიბოძეო!

მაშინ განრისხებულმა ღმერთმა მიაყვირა: -თქვენ ისეთი ჯიშისა ხართ, რომ კუდი მოკლე გაქვთ და რქები დიდი, სანამ მაგ რქებს არ მოიცლით და ტყავს კუდის ძირამდე არ ჩაგახევენ, ვერც ძაღლს იგუებთ და ვერც კატას!

ბულბულის სტვენით ნადირი ვის მოუგერიებია? წაბრძანდით და ახლა თქვენს მგლებს დაეკითხეთო!

მორალი!!!  უგუნურობით დაშვებულ შეცდომას შესაძლებელია გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს.

პროექტზე მუშაობდნენ:  გუგა გურგენიძე;  გიორგი გოზალიშვილი;  დავით ბერიძე;  გიორგი კაჭკაჭაშვილი;  მარიამ დიასამიძე;

გმადლობთ ყურადღებისთვის!

Add a comment

Related presentations

Related pages

ძაღლი და ცხვრები - slidesearch.net

ძაღლი და ცხვრები Education presentation. ... (რომაული თქმულების მიხედვით)
Read more

აკაკი-ძაღლი და ცხვრები | კატერინას ბლოგი

აკაკი-ძაღლი და ცხვრები. Posted on Май 4, 2014 by katerina.
Read more

ძაღლი და ცხვრები - Education

ძაღლი და ცხვრები. by mziaegiashvili. on Jun 19, 2015. Report Category:
Read more

სულელი ცხვრები და გამჭრიახი თხები - GzaPress

სულელი ცხვრები და ... რომ ერთი ძაღლი აკლია და მის ...
Read more

ერთგული ძაღლი-სულთანი - YouTube

იმის მერე რაც ძაღლი მანქანამ ... მგლები და ცხვრები ...
Read more

გერმანული ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი) | ბლოგი ძაღლებზე

ეს ჯიში საკმაოდ პოპულარული და ... ძაღლი და ... ცხვრები ...
Read more

იგავი | კატერინას ბლოგი

აკაკი-ძაღლი და ცხვრები. Posted on Май 4, 2014 by katerina.
Read more

მე-5-კლასის-თემატურ-კალენდარული-გეგმა - Docs.com

... published by Chachua Irakli on Docs.com. ... , 1 საათი 34 ,, ძაღლი და ცხვრები“(იგავ-არაკი) ...
Read more