ეფექტური კომუნიკაცია

80 %
20 %
Information about ეფექტური კომუნიკაცია
Education

Published on April 6, 2014

Author: chauchidze

Source: slideshare.net

Description

დამზადებულია პროფესორ მარინე ჯაფარიძის დავალებით ნოდარ სარჯველაძის სტატიის მიხედვით.

გიორგი ჭაუჭიძე ნოდარ სარჯველაძის სტატიის მიხედვით

შევთანხმდეთ

რა არის კომუნიკაცია? კომუნიკაცია არის ურთიერთკავშირი ინფორმაციის გამცემსა და ინფორმაციის მიმღებს შორის. შესაძლებელია თუ არა კომუნიკაცია ძველი ეგვიპტის ფარაონთან?

კომუნიკაციის სახეები კომუნიკაცია ნეიტრალური ეფექტური არაეფექტური ჩვეულებრივი

კომუნიკაციის წინაპირობა  ეფექტური კომუნიკაციის ასაგებად საჭიროა თითოეული ადამიანის თავისებურების გათვალისწინება.  ჩვენი სუბიექტური რეალობა სხვადასხვა სუბიექტური მნიშვნელობების, საზრისებისა და სიმბოლოების საშალებით გადმოსცემს ჩვენს გარეთ არსებულ სამყაროს.  სუბიექტური რეალობა შედგება ღირებულებათა სისტემის, გონებრივი წარმოდგენებისა და აღქმებისაგან.

1. ღირებულებათა სისტემა  დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის მთავარია მასწავლებლის აზრი, თანატოლისას კი არ აქვს მნიშვნელობა;  გარდამავალ ასაკში ეს ღირებულება იცვლება - მოზარდისთვის უმთავრესია, რას იფიქრებს მასზე თანატოლები და არ აქვს მნიშვნელობა მასწავლებლის აზრს;  მოწიფულობაში კი მთავარი ხდება როგორ აფასებს და რას ფიქრობს ადამიანი საკუთარ თავზე, რას კარნახობს სინდისი...

2. გონებრივი წარმოდგენები  გონებრივ წარმოდგენებს ანუ შემეცნებით რუკებს დიდი ადგილი უკავია სუბიექტურ რეალობაში;  შემეცნებითი რუკა - მძღოლის გონებაში არსებული თბილისის რუკა...  პედაგოგსაც, იმისდა მიხედვით აღზრდის რა სისტემის წარმომადგენელია, საკუთარი წარმოდგენები აქვს - რა მეთოდებით ასწავლოს, რა პრინციპებს ითვალისწინებს, რა ძირითადი ცოდნა აქვს და ა. შ.

წინააღმდეგობები  პედაგოგი განწირულია იმისთვის, რომ ვერასდროს იქნება კომპეტენტური. შეუძლებელია სიმულტანურად ასწავლო და ფეხდაფეხ მისდევდე თანამედროვე მეცნიერებას.  პედაგოგის “რუკები” შესაძლებელია ერთის მხრივ ბავშვის კოგნიტურ რუკასთან მოვიდეს წინააღმ- დეგობაში, მეორეს მხრივ, მაგ. თანამედროვე ტექნოლოგიებთან.  მასწავლებელი ვერასდროს გადაუსწრებს ცოდნით იმ თაობას, რომელთან ერთადაც იბადება ესა თუ ის ტექნოლოგია...

წინააღმდეგობები  “როდესაც სკოლის პერიოდში ვკითხულობდი წიგნებს, მერე მეცინებბოდა მასწავლებლის ახსნილზე და ბავშებსაც ვუმხედრებდი მას” (ნ. სარჯველაძე)  მოსწავლე თვითდამკვიდრებისთვის მიმართავს ჯიბრს - მას ფიზიკურად ხომ არ შეუძლია გახდეს დიდი... ჯიბრი ბავშვის განვითარების თავისებური ძრავია.

ეპიკტეტე და სხვა  “ჩვენ გვაშფოთებენ არა საგნები, არამედ ჩვენი წარმოდგენები ამ საგნების შესახებ.”  ტუნდრაში მცხოვრებ ხალხს თოვლის ფერის აღსანიშნავად 12 სიტყვა აქვს, ჩვენ კი მხოლოდ ორი - თეთრი და იისფერი. ჩვენს ენაში დანარჩენი ფერების აღსანიშნავად 40 სიტყვაა, მათ ენაში კი ათიოდე...  რატომ ეშინია ადამიანს გველის?

3. აღქმები  სუბიექტური რეალობის მასამე შემედგენელი ელემენტი ჩვენი აღქმებია.  დალტონიკი ჩვენგან განსხვავებულად აღიქვამს ფერებს. თითოეულ ადამიანს აქვს აღქმის თავისებურებანი, ანუ განსხვავებულად აღიქვამს ერთსა და იმავე მოვლენას.  ჩვენი აღქმები ჩვენი ილუზიებია და არა რეალობის შესაბამისი.  ადვილი წარმოსადგენია, რამდენად განსხვავებული იქნება აღქმა ჩვენსა და ბავშვს შორის.

ორი ნაბიჯი კომუნიკაციამდე  სანამ მოსაუბრეს დასახული მიზნისკენ წაიყვანთ, მის აღქმებს, წარმოდგენებსა და ღირებულებებს უნდა შევერწყათ.  თუ ბავშვისთვის თანატოლთა აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მის გადასარწმუნებლად არ უნდა გამოვიყენოთ “პედსაბჭო”, “დირექტორი” და მსგავსნი.  ამის აუცილებელი პირობაა, გვესმოდეს ბავშვის, მოვუსმინოთ მას.

“მესმის” და “ვუსმენ”  ვინ უკეთესი მოსაუბრეა, ვინც მშვენივრად ალაგებს ფრაზებს, ნათლად და ხატოვნად გამოთქვამს აზრებს თუ ის ვინც ძალიან ყურადღებით გისმენს, გაგიგებს ისე, რომ უფრო ნათელს გახდის შენივე სათქმელს?  მასწავლებლის, როგორც მსმენელის (მოსაუბრის) პრობლემა. მან ხომ წინასწარვე “იცის”, რა უნდა თქვას მოსწავლემ?

ცუდი მსმენელები პოლკოვნიკი ინტელექტუალიკურდღელი

ვითომ კარგი მსმენელები შემფასებელი გულშემატკივარი დიაგნოსტიკოსი ინტერპრეტატორი

აქტიური და ეფექტური მოსმენა აქტიური მოსმენის ორი მიზანი: თანამოსაუბრე უკეთ გაერკვეს და გააცნობიეროს თავისივე მდგომარეობა; კონფლიქტის სიტუაციაში დაპირისპირებულმა მხარეებმა კონსტრუქციულად მიიტანონ ერთმანეთთან თავიანთი სათქმელი, ჩაერთონ სასარგებლო დიალოგში, გამოძებნონ საერთო ინტერესები და შეამცირონ კონფლიქტი.

აქტიური მოსმენის ტექნიკები მოსმენის განწყობა და შესაბამისი სხეულის ენა არარეფლექსური მოსმენა გარკვევა და დაზუსტება რეფრაზირება შეჯამება გრძნობათა არეკვლა

მოსმენის განწყობა და სხეულის ენა

არარეფლექსური მოსმენა

გარკვევა და დაზუსტება, ჩაკითხვა, პრო ბირება

რეფრაზირება/პერეფრაზირება

შეჯამება

გრძნობათა არეკვლა

შეჯამებისთვის  აქტიური მოსმენის ყველა ამ ტექნიკას აერთიანებს საერთო ნიშანი - უკუკავშირი მსმენელსა და მოსაუბრეს შორის.  უკუკავშირის ეფექტურობა ქმნის აქტიური მოსმენის ტექნიკის საფუძველს.  აქტიური მოსმენის ტექნიკაში კარგად არის რეალიზებული არადირექტიული, ჰუმანისტურ-ფსიქოლოგიური მიდგომის ძირითადი პრინციპები.

და კიდევ...  ეფექტური კომუნიკაცია, მისი მნიშვნელოვანი კომპონენტი - აქტიური მოსმენა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მასწავლებლებისთვის კოლეგებთან, ადმინისტრაციასთან, რაც მთავარია, მოსწავლესთან ურთიერთობისას.  მოსწავლემ შეიძლება მოიტყუოს...  მასწავლებელი ვერასდროს გახდება მოსწავლის მეგობარი?  დადექით მოსწავლის პირდაპირ, თანასწორად!  ელაპარაკეთ მოსწავლეს მისთვის გასაგებ ენაზე!

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

Add a comment

Related presentations

Related pages

ალტერნატიული ბლოგი: ეფექტური კომუნიკაცია

კომუნიკაცია, ერთი შეხედვით ძალზე მარტივ სიტყვად ...
Read more

ეფექტური კომუნიკაცია

ეფექტური კომუნიკაცია საჭიროებს კარგ კომუნიკატორს, ...
Read more

ეფექტური კომუნიკაცია - YouTube

კომუნიკაცია სხეულის ... ეფექტური პრეზენტაციის ... +YouTube; Terms;
Read more

ეფექტური კომუნიკაცია - Education

კომუნიკაცია ... სახეები კომუნიკაცია ნეიტრალური ეფექტური ...
Read more

''ეფექტური კომუნიკაცია და ტაქტიკური მომზადება'' - YouTube

ტრენინგ კურსი ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის ...
Read more

კომუნიკაცია

ეფექტური კომუნიკაცია საჭიროებს კარგ კომუნიკატორს, ...
Read more

ეფექტური კომუნიკაცია

ეფექტური კომუნიკაცია www.mofacademy.ge რატომ ფინანსთა სამინისტროს ...
Read more

კომუნიკაცია, რაობა და სახეები

კომუნიკაცია, ერთი შეხედვით ძალზე მარტივ სიტყვად ...
Read more